კომპანია Airbnb-ი 20 000 ავღანელს მსოფლიოს მასშტაბით უფასო საცხოვრებელს შესთავაზებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ჩესკიმ განაცხადა.
მისი თქმით, კომპანია მზადაა, ეს ნაბიჯი გადადგას და თავისი წვლილი შეიტანოს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის დაძალევაში.
„იმედი მაქვს, ეს შთააგონებს ბიზნესლიდერებს, რომ მათაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღონ. დასაკარგი დრო აღარ არის“, - განაცხადა ჩესკიმ.
მისივე თქმით, შეთავაზება უკვე ძალაშია და კომპანია იმუშავებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რათა საცოხვრებლით უზრუნველყოფილი იყვნენ ის ავღანელები, ვისაც სახლი განსაკუთრებით სჭირდებათ.
„ჩვენ გადავიხდით ლტოლვილების სახლებში დარჩენის გადასახადს, თუმცა ამ ნაბიჯს ვერ გადავდგამდით ჩვენი მასპინძლების გულუხვობის გარეშე“, – განაცხადეს კომპანია Airbnb-ში
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მოუწოდა იმ მასპინძლებს, ვისაც სურთ საცხოვრებელი შესთავაზონ ავღანელ ლტოლვილებს, პირადად მას დაუკავშირდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც Airbnb-ი კრიზისულ სიტუაციებში მყოფ ადამიანებს ეხმარება. 2012 წელს ბინებისა და სახლების გაქირავების სერვისის მომხმარებლები ქარიშხალ სენდის შედეგად დაზარალაებულ მოქალაქეებს დაეხმარნენ.