აშშ-მ პალესტინას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის Moderna-ს 500 000 დოზა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ავრცელებს.
,,ჩვენ სიამოვნებით გადავეცით Moderna-ს 500 000 დოზა ვაქცინა პალესტინელების სიცოცხლის გადასარჩენად",- წერს ბლინკენი Twitter-ზე.