აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდ ,,აბრაამ ლინკოლნს" პირველად ქალი ოფიცერი ემი ბაუერშმიდტი უხელმძღვანელებს.
როგორც ცნობილია, სამხედრო-საზღვაო ძალების კაპიტანი ბაუერშმიდტი, რომელიც სპეციალობით სამხედრო მფრინავია, ,,აბრაამ ლინკოლნის" მეთაურად 2020 წელს დაინიშნა, თუმცა 19 აგვისტოს გაიმართა უფლებამოსილების გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართა.
1994 წელს მან აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების აკადემია დაამთავრა.
მან სამხედრო-საზღვაო ძალების ავიამზიდის კაპიტნის პოზიციაზე უოლტ სლოტერი შეცვალა.
ავიამზიდ ,,აბრაამ ლინკოლნზე“ დაახლოებით 5 000 სამხედრო მსახურობს.