მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება პირებს, რომელთა საქმიანობაც იზღუდება

დღეს მთავრობამ შეზღუდვების ახალი სია წარმოადგინა, რომელიც ქვეყანაში მომავალი ორი თვის განმავლობაში იმოქმედებს.

როგორც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, აქედან გამომდინარე მთავრობა ფინანსურად დაეხმარება მოქალაქეებს, რომლებსაც ახლად დაწესებული შეზღუდვები შეეხებათ.

გახარიას თქმით, ერთჯერად 300 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ პირები, რომლების იმ სექტორებში მუშაობენ, რომელთა მუშაობაც დროებით შეიზღუდა. გახარიას ვარაუდით ესეთი სულ 100-120 ათასი ადამიანი იქნება, ვინც შეძლებს აღნიშნული კომპენსაციის მიღებას.