ვანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ქალი ემსხვერპლა. საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი ავტომობილი ერთმანეთს სოფელ ციხესულორთან შეეჯახა, რის შედეგადაც ორსული გარდაიცვალა.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო - infoimereti