CNN-ი: ,,დიდი შვიდეულის" წევრი ქვეყნების ლიდერები ,,თალიბანის" აღიარებაზე იმსჯელებენ

CNN-ი წყაროზე ინფორმირებულ დაყრდნობით წერს, რომ „დიდი შვიდეულის“ (G7) ლიდერები რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ავღანეთის მთავრობად აღიარების შესაძლებლობას განიხილავენ.

წყაროების განცხადებით, დასავლეთის ქვეყნებმა აღნიშნული გადაწყვეტილება როგორც ბერკეტი შეიძლება გამოიყენონ, რათა „თალიბანი“ აიძულონ, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მხარს უჭერს „თალიბანის“ მიმართ ერთიანი მიდგომის შემუშავებას.

ჯერჯერობით „თალიბანი“ ავღანეთის ოფიციალურ მთავრობად არცერთ ქვეყანას არ უღიარებია.

ცნობისთვის, დღეს „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ.

,,თალიბანმა" რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.