მედია: აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს დირექტორი ქაბულში ,,თალიბანის" ლიდერს შეხვდა

The Washington Post-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) დირექტორი უილიამ ბარნსი ქაბულში საიდუმლოდ შეხვდა "თალიბანის" ფაქტობრივ ლიდერსა მოლა აბდულ ღანი ბარადარს.

როგორც გავლენიანი ამერიკული გამოცემა წერს, ამ შეხვედრაზე ავღანეთიდან აშშ-ის მოქალაქეების ევაკუაციის ვადის გახანგრძლივების საკითხი განიხილებოდა.

Washington Post-ის ცნობით, უილიამ ბერნსი და „თალიბანის“ ლიდერი აბდულ ბარადარი ერთმანეთს 23 აგვიტოს შეხვდნენ.

ბერნსის შეხვედრასთან დაკავშირებით აშშ-ის ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში კომენტარს არ აკეთებენ.

ცნობისთვის, ,,თალიბანმა" რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ამავე თემაზე:

,,თალიბანის" ინფორმაციით, 31 აგვისტოდან ავღანეთიდან ევაკუაცია აიკრძალება