დღეიდან, 25 აგვისტოდან, კვების ობიექტების მუშაობა ნაცვლად 23:00 საათისა, დასაშვები იქნება 22:00 საათამდე.
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის განცხადებით, პარალელურად გაგრძელდება კვების ობიექტების მიერ, დაწესებული რეგულაციების აღსრულების მკაცრი კონტროლი.
კვლავ აკრძალულია ფესტივალების, გასართობი და კულტურული ღონისძიებების, კონცერტებისა და სპორტული შეჯიბრებების გამართვა, ასევე, ისეთი სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა - ქორწილი, ქელეხი, სხვადასხვა სახის იუბილე და ა.შ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 010 096-მა ადამიანმა გაიკეთა.
როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 30 067-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც დღიური რეკორდული მაჩვენებელია.
პირბადის ტარება სავალდებულოა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში.
ამავ თემაზე: