მერკური მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტა აღარ არის

მზისთვის უახლოესი პლანეტა მერკური აღარ არის. მეცნიერებმა ვარსკვლავის ახალი უახლოესი მეზობელი გამოავლინეს. ახალი აღმოჩენა ასტრონომებმა ჩილეში, ახალი ტელესკოპის გამოყენებით გააკეთეს. იტყობინება Forbes-ი.

ასტეროიდ 2021 PH27- ს აქვს ელიფსური და ძლიერ დახრილი ორბიტა, რომელიც ვენერას და მერკურის ორბიტებს კვეთს.

მერკურის ორბიტალური პერიოდი 88 დღეს გრძელდება.

2021 PH27-მა ახლახან დაიწყო მოძრაობა მზის უკან და აღარ იქნება ხილვადი 2022 წლის დასაწყისამდე. ამის შემდეგ არის დაგეგმილი მასზე უფრო მეტი დაკვირვება.

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან ის ასტრონომებს დაეხმარება, გაერკვნენ, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინონ ერთ დღეს დედამიწაზე ასტეროიდებმა.