ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც ვაქცინას მიიღებს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.
"დავესესხებით ჯანმოს თავმჯდომარეს, რომ გვირაბის ბოლოს გამოჩნდა შუქი, ანუ ჩვენ ვიქნებით ერთ-ერთი პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც მიიღებს ვაქცინას და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს ვაქცინაცია წარმატებით განხორციელდება და წლის ბოლოდან დავიწყებთ უკვე აღდგენას და რა თქმა უნდა, სირთულე დიდია, მაგრამ არ უნდა დავანგრიოთ ერთად ნაშენები საპენსიო რეფორმა... ”, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით, 29 ნოემბრიდან ქვეყანაში რიგი შეზღუდვები ამოქმედდება.