ნინო ლომჯარია: პრემიერს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა, ამის საფუძველია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ კიდევ ერთხელ მიმართა პოლიტიკოსებს და ეპიდემიოლოგებს, დაიწყონ მსჯელობა არჩევნების გადადების საკითხზე, რადგან არჩევნების შემდეგ ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდაა მოსალოდნელი.

შესაბამისად, ლომჯარია სვამს შეკითხვას, „არის თუ არა ამისათვის მზად ჯანდაცვის სექტორი, ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას, თუ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ მეტი მოქალაქის გარდაცვალება, რატომ არ ვდგამთ ამ ნაბიჯს?“.

„ჩემი მიმართვის ადრესანტი იყო პრემიერ-მინისტრი, მას აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. საგანგებო მდგომარეობა არის არჩევნების გადადების ერთადერთი საფუძველი. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფუძველი თავის მხრივ არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ასევე, მივმართავ ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსაც, ეპიდემიოლოგებსაც, გააკეთონ თავიანთი პროგნოზები და გვითხრან, თუ რამდენად ზრდას ელოდებიან ინფიცირებულების არჩევნების შემდგომ და არის თუ არა ამისათვის მზად ჯანდაცვის სექტორი, ხომ არ გამოიწვევს ეს უფრო მეტი ადამიანის დაღუპვას, თუ შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ მეტი მოქალაქის გარდაცვალება, რატომ არ ვდგამთ ამ ნაბიჯს?", - აცხადებს ნინო ლომჯარია.

არჩევნების გადადება-არგადადების საკითხი არ არის მხოლოდ წმინდა პოლიტიკური საკითხი. უფრო მეტად ეს არის ეპიდემიოლოგიური და ადამიანის უფლებების საკითხი. ეპიდემიოლოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ, რომ ჯანდაცვის სექტორი არის გადატვირთული.

თუ ყველა ვაღიარებთ, რომ არჩევნები ზრდის მობილობას და შესაბამისად, ზრდის ინფიცირებულთა რაოდენობას, მაშინ რა გეგმა აქვს სახელმწიფოს ერთ თვეში, როდესაც გვექნება არჩევნები და როდესაც დიდი ალბათობით კიდევ უფრო გაიზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა. რატომ ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას ადამიანების სიცოცხლის უფლების ხარჯზე“, - აცხადებს ნინო ლომჯარია.

ამავე თემაზე:

საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს