დღეს პირბადეს მხოლოდ 50% ატარებს, როდესაც მაისში ეს მაჩვენებელი 75%-მდე იყო. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, დიდია მობილობა. თამარ გაბუნია ამ მიმართულებებით სიტუაციის დასტაბილურებას ვაქცინაციასთან ერთად მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საჭიროა დღეში 40 000 აცრა, რომ ეპიდემიის გავრცელება შეფერხდეს.
რაც შეეხება არჩევნების გადადების საკითხს, თამარ გაბუნიას თქმით, არჩევნები უკავშირდება მობილობის გაზრდას და ბუნებრივია, რომ ამას რისკებიც მოჰყვება.
„ჩვენ ზედმიწევნით ზუსტად უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომელებიც არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარებასთან არის დაკავშირებული. დღეს ვმუშაობათ ცესკოსთან, რომ ვაქცინაციის პროცესი იყოს აქტიური არჩევნებში მონაწილეთათვის და ასევე, რეკომენდაციების დაცვის გარანტია გვქონდეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.