ტაილანდელმა მკვლევრებმა COVID-19-ის ვაქცინის დოზების უფრო ეფექტურად გამოყენებისთვის და მარაგების ოპტიმიზაციისთვის რობოტექნიკა შექმნეს. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.
ამ მექამიზნის გამოყენებით, AutoVacc სისტემას ფლაკონიდან Astrazeneca-ს ვაქცინის 12 დოზის ოთხ წუთში ამოღება შეუძლია.
აპარატს ვაქცინაციის ცენტრში მომდევნო კვირიდან გამოიყენებენ.
„ეს ნიშნავს, რომ მაგალითად, თუ AstraZeneca-ს ვაქცინით 1 მილიონ ადამიანზე მეტს ვცრით, ამ აპარატს შეუძლი,ა დოზების რაოდენობა გაზარდოს 1,2 მილიონ ადამიანამდე“, - ამბობს მკვლევარი ჯუთამას რატანავარაპორნი.
ჯერჯერობით, ტაილანდის მოსახლეობის 66 მილიონზე მეტი, 9% სრულად არის ვაქცინირებული, ხოლო გავრცელებას ხელს უშლის ვაქცინის მარაგის ნაკლებობა.
ქვეყანას აღრიცხული აქვს 1,1 მილიონი შემთხვევა, 10,085 გარდაცვალება, რის გამოც ჯანდაცვის სისტემის ნაწილი ზღვარზეა.