გოდერძის უღელტეხილზე ავტომობილი ხევში გადავარდა, არის მსხვერპლი

გოდერძის უღელტეხილზე, გზის სავალი ნაწილიდან ავტომობილი ხევში გადავარდა. შემთხვევის ამსახველ კადრებს TV25 ავრცელებს.

როგორც Europetime-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს შემთხვევა გუშინ მოხდა. ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, საიდანაც 2 დაშავდა , ერთი კი გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.