ნინო თიბილაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა

პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილი ტოკიოს პარალიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. მან საქართველოს პარალიმპიურ ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა. ფინალში ის ჩინელ ბიან ძინთან 7:15 დამარცხდა.

თიბილაშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-დან ორ შეხვედრაში იმარჯვა და ძირითად ბადეში ასპარეზობა მერვედფინალიდან დაიწყო, სადაც იტალიელ ლორედანა ტრიგილიას 15:9 სძლია. მეოთხედფინალში თიბილაშვილმა უკრაინელი ნატალია მორკვიჩი 15:13 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე უკრაინელი ევჰენია ბრეუსი 15:12 დაამარცხა.