30 წლის სპენსერ ელდენი, რომლის ბავშვობის ფოტოც ამერიკული როკ-ჯგუფის, Nirvana-ს 1991 წლის ალბომის გარეკანზეა აღბეჭდილი, სასამართლოში ჩივის, რადგან მიაჩნია, რომ ეს იყო სექსუალური ექსპლუატაცია. ამის შესახებ BBC წერს.
გარეკანზე ოთხი თვის ბავშვი საცურაო აუზშია გადაღებული. ელდენი ამბობს, რომ მის მშობლებს ფოტოს გამოყენების ნებართვა არ გაუციათ.
აშშ-ის კანონმდებლობით, ჩვილების არასექსუალიზებული ფოტოები ბავშვთა პორნოგრაფიად არ განიხილება, თუმცა დაცვის მხარე საწინააღმდეგოს ამტკიცებს.
ისინი ზიანის ასანაზღაურებლად ჯგუფის თითოეული წევრისგან მინიმუმ 150,000 აშშ დოლარს (109,000 ფუნტი სტერლინგი) ითოვენ.
Nirvana- ს წარმომადგენლებს ბრალდებებზე ჯერ არ უპასუხიათ.