აზერბაიჯანში გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრაზე რეგისტრაცია დაიწყო. ამის შესახებ აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს, სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო სააგენტოსა და სამედიცინო ტერიტორიული ქვედანაყოფების მართვის ასოციაციის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაში წერია, უახლესი სამეცნიერო კვლევის თანახმად, ვაქცინის მესამე (გამაძლიერებელი) დოზა რეკომენდირებულია ჯანდაცვის მუშაკებისთვის, სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის და 60 წელს გადაცილებული მოქალაქეებისთვის, ვინც უკვე გაიკეთა ვაქცინის ორი დოზა.
ვაქცინის მესამე დოზის გაკეთების მსურველებმა რეგისტრაცია შესაბამის ვებგვერდზე უნდა გაიარონ.
"ვაქცინაციის მოწმობის" ვადა უცვლელი რჩება და მესამე დოზის გაკეთება გავლენას არ ახდენს მის ხანგრძლივობაზე.
მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული კვლევის შედეგების ანალიზი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ვირუსის ახალი და სწრაფად გავრცელებადი, საშიში სახეობებისგან დაცვის ყველაზე ეფექტური გზა არის ვაქცინაცია", - ნათქვამია განცხადებაში.