გიორგი გახარიამ აჭარის რეგიონში მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარტია „საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ აჭარის რეგიონში მერობის კანდიდატები წარადგინა.

პარტია „საქართველოსთვის" ბათუმის მერობის კანდიდატი ირაკლი მიქელაძე იქნება.

"აჭარა თავისი ისტორიით, კულტურით, თავისი ადამიანობით საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ირაკლი მიქელაძე იურისტია, განათლება, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ აქვს მიღებული. ირაკლი გერმანიაში აღმოვაჩინეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გიორგი გახარიამ შუახევის მერობის კანდიდატად შალვა გოგიტიძე წარადგინა, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ჯუმბერ ბერიძე იქნება, ქედაში - ელგუჯა ნაკაშიძე, ქობულეთში - ირაკლი ბერიძე, ხოლო ხულოში - გია აბულაძე.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, კანდიდატების სია ასეთია:

მინდია დევაძე - აეროპორტი, გონიო, კვარიათი;

დავით თავართქილაძე - ძველი ბათუმი, რუსთაველის ქუჩის დასახლება;

ბექა წუწუნავა - მახინჯაური, თამარის დასახლება, ბარცხანა, გოროდოკის დასახლება;

თამილა ფაღავა;

ჯემალ ანანიძე - აღმაშენებელი და შემოერთებული ტერიტორიები;

ლაშა ქობულია - ბონისა და ბაგრატიონის დასახლება;

ნაზი აბაშიძე - ჯავახიშვილისა და ბაგრატიონის დასახლება;

ამასთან, გიორგი გახარიას განცხადებით, აჭარაში პარტიის სიის პირველი ათეული იქნება:

ნინო ბაციაშვილი; აკაკი გვიანიძე; ირაკლი თავდგირიძე; თამილა ფაღავა; დიმიტირი ჭეიშვილი; სულიკო გოგილაშვილი; ნატალია ძიძიგური; გოჩა მელაძე; გივი გოგიტიძე; ალექსანდრე დავითაძე.