გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, გერმანია მზად არის, ბოლო 20 წლის მიღწევების "დასაცავად", "თალიბანთან" სასაუბროდ, მაგრამ უპირობო შეთანხმებებს არ შესთავაზებს. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლის დროს განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მერკელმა აღნიშნა, გერმანია გააგრძელებს ავღანეთიდან სამხედროებისა და პერსონალის ევაკუაციას, რომელბიც გერმანიასთან თანამშრომლობდნენ. ასევე გაეროს უწყებების მხარდაჭერას, რომლებიც ავღანეთში დარჩენილ და მეზობელ ქვეყნებში გაქცეულ ხალხს ჰუმანიტარულ დახმარებას უწევენ.
მისი თქმით, გერმანიის სამხედროებმა, ჯერჯერობით 4 600-ზე მეტია ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. ამ მხრივ გერმანია მუშაობას გააგრძელებს.
"ეს პროცესი გაგრძელდება, ვიდრე საჭირო იქნება", - განაცხადა ანგელა მერკელმა.
"თალიბანის" მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც "თალიბანის" მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.