"თალიბანმა" გუანტანამოს ციხის ყოფილი პატიმარი, მულა აბდულ ყაიუმ ზაქირი თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა.
გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა სამხედროებმა ზაქირი 2001 წელს, 11 სექტემბრის შემდეგ დააკავეს. 2007 წელს ის ავღანეთში გადაიყვანეს და მალე გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ ზაქირი გახდა "თალიბანის" ოპერაციების სარდალი სამხრეთ ავღანეთში.
მას ადანაშაულებდნენ ამერიკელი ჯარების წინააღმდეგ გზისპირა თავდასხმების ორგანიზებაში და ავღანეთში აშშ-ის თვითმფრინავებზე თავდასხმების ორგანიზებაში.
"თალიბანის" მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც "თალიბანის" მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.