მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლევან მაისაშვილი გამოჯანმრთელდა.

ლევან მაისაშვილის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ რჩება იოჰანესბურგის კლინიკაში.

გავრცელებული ინფორმაციით, ის კონტაქტურია და მისი მდგომარეობაც სტაბილურია.

ცნობისთვის, ლევან მაისაშვილი კორონავირუსით სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა, სადაც საქართველოს ნაკრები 3 ივლისს მსოფლიო ჩემპიონს შეხვდა, ხოლო 10 ივლისს გასამართი ტესტ-მატჩი გუნდებში კოვიდის გავრცელების გამო გაუქმდა. მაისაშვილი ერთ თვეზე მეტია, რაც იოჰანესბურგის კერძო კლინიკაში Milpark Hostpitals-ში მკურნალობს.

წყარო: myrugby.ge

ამავე თემაზე:

მორაგბეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მდგომარეობა გაუმჯობესდა