15 წლის მარიამ მურღვლიანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონია

15 წლის მარიამ მურღვლიანი ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი გახდა.

მარიამი 81 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მან სამივე დისციპლინაში საუკეთესო შედეგი აჩვენა და სამი ოქროს მედალი მოიპოვა.

ამის გარდა, მარიამმა ევროპის ჩემპიონატზე მიყოლებით 3 რეკორდიც დაამყარა.

აღნიშნულ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი თურქეთის წარმომადგენელმა მოიპოვა, ბრინჯაო კი - პოლონეთის წარმომადგენელს შეხვდა.

ჭაბუკ ძალოსანთა (15 და 17-წლამდელები) ევროპის ჩემპიონატი პოლონეთში იმართება.