გაერო პოლონეთს მოუწოდებს, მიიღოს მიგრანტები, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმყოფებიან

გაეროს ლტოლვილთა სააგენტო პოლონეთს მოუწოდებს, მიიღოს მიგრანტების ჯგუფი, რომლებიც, სავარაუდოდ, ერაყიდან და ავღანეთიდან არიან და ორ კვირაზე მეტია, რაც ბელარუსის საზღვართან იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცებლს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბელარუსის საზღვართან დაახლოებით 30 მიგრანტი იმყოფება.

"მოვუწოდებთ პოლონეთის ხელისუფლებას, უზრუნველყოს ამ ადამიანების შესვლა ქვეყნის ტერიტორიაზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარება, იურიდიული კონსულტაცია და ფსიქო-სოციალური დახმარება", - განაცხადა UNHCR- ის წარმომადგენელმა პოლონეთში.

როგორც Aljazeera წერს, ბოლო თვეების განმავლობაში ათასობით მიგრანტმა გადალახა ბელარუსიდან საზღვარი ლატვიაში, ლიეტუვასა და პოლონეთში.