პანდემიის დაწყების შემდეგ, დღეს საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი, 79 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 128 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 611 პაციენტი. 79 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 532 171 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 468 917, გარდაიცვალა 7 028 პაციენტი.