დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 26 700-მა ადამიანმა გაიკეთა.
26 აგვისტოს მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯამში 1 065 848 ადამიანი აიცრა.
სრულად ვაქცინირებულია 331 736 ადამიანი.
ცნობისთვის, აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად ეწვიეთ booking.moh.gov.ge ან დარეკეთ ნომერზე 1522 ან 144-3.
ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 4128 ადამიანს დაუდასტურდა, 79 ინფიცირებული გარდაიცვალა