ავღანეთში მუსიკა ისევ აკრძალული იქნება

"თალიბანის' ახალი მმართველობის პირობებში ავღანეთში მუსიკა ისევ აკრძალული იქნება. ამის შესახებ დაჯგუფების პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

"მუსიკა აკრძალულია ისლამში. მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ზეწოლის ნაცვლად, ადამიანებს დავარწმუნებთ, რომ არ გააკეთონ ის, რაც აკრძალულია,"- განაცხადა ზაბიჰულა მუჯაჰიდიმ.

ამასთანავე "თალიბანის" პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ქალებს მოეთხოვებათ იმოგზაურონ მამრობითი სქესის წარმომადგენელთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობა რამდენიმე დღე გრძელდება.

მიუხედავად ამისა, მისი თქმით, ამ "თალიბანის" ახალი მმართველობის პირობებში ყველაფერი სხვაგვარად იქნება, ვიდრე წინა რეჟიმის დროს.

"ჩვენ გვინდა, რომ ავაშენოთ მომავალი და დავივიწყოთ ის, რაც მოხდა წარსულში", - განაცხადა დაჯგუფებუს სპიკერმა.

მუჯაჰიდმა ორი დღის წინ ავღანელი ქალები გააფრთხილა, რომ დარჩნენ სახლში მანამ, სანამ არ შეიქმნება შესაბამისი სისტემები მათი დაცვის უზრუნველსაყოფად.