27 აგვისტოდან Sinopharm-ით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია იზღუდება (როგორც წინასწარი ჯავშნით, ასევე ცოცხალი რიგით) ვაქცინის დამატებითი პარტიის მიღებამდე.
შეზღუდვა არ ეხებათ იმ პირებს, ვინც პირველი დოზით აცრის ჯავშანი გააკეთა ა.წ. 27 აგვისტომდე ნებისმიერი მომდევნო თარიღისთვის. შეუფერხებლად გრძელდება მოქალაქეების აცრა Sinopharm-ის ვაქცინის მეორე დოზით.
„პირველი დოზით აცრის მსურველებმა დაჯავშნეთ და აიცერით Pfizer-ის, ასტრაზენეკასა და სინოვაკის ვაქცინებით“, - იუწყება ჯანდაცვის სამინისტრო.