Associated Press-ი: ქაბულის აეროპორტზე თავდასხმას ამერიკელი საზღვაო ქვეითები ემსხვერპლნენ

ამერიკელი ოფიციალური პირი აცხადებს, რომ რამდენიმე საზღვაო ქვეითი დაიღუპა და რამდენიმე ამერიკელი სამხედრო დაიჭრა ხუთშაბათს ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის შედეგად. იუწყება Associated Press-ი.

მისივე ცნობით, ორი თვითმკვლელი ტერორისტი და შეიარაღებული პირი თავს დაესხა ავღანელთა ჯგუფს, რომლებიც შედიოდნენ ქაბულის აეროპორტში.

აშშ -ს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ინფორმაცია ჯერ კიდევ ზუსტდება და ცდილობენ, დაადგინონ მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა.