თეთრმა სახლმა ისრაელის ახალ პრემიერთან ჯო ბაიდენის შეხვედრა გადადო

ისრაელის ახალ პრემიერ ნაფტალი ბენეტისთან ჯო ბაიდენის შეხვედრა გადაიდო. მიზეზი ავღანეთში მიმდინარე მოვლენებია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრს 26 აგვისტოს უნდა შეხვედროდა.

თეთრი სახლის განცხადებით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის ბირთვული შეიარაღება იქნება.

ჯო ბაიდენი ისრაელის პრეზიდენტს: ირანი ბირთვულ იარაღს არასდროს მიიღებს

ასევე, მხარეები ქვეყნებს შორის თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საუბარი შეეხება რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებსაც.

ისრაელის ახალ პრემიერ-მინისტრმა თანამდებობა ივნისში დაიკავა.