გენერალი კენეთ მაკენზი: აშშ ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო შურს იძიებს

ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის გენერალი კენეთ მაკენზი აცხადებს, რომ აშშ შურს იძიებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა პენტაგონში, სადაც პრესკონფერენცია ახლაც მიმდინარეობს.

გენერალმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები ელის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ქაბულში უფრო მეტ თავდასხმას ეცდება.

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა, დაღუპულთა შორის არიან ამერიკელი სამხედროები.

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა.