ოფიციალური ცნობით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 15

ოფიციალური ცნობით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 15. ამის შესახებ ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის გენერალმა კენეთ მაკენზიმ განაცხადა.

კენეთ მაკენზი აცხადებს, რომ აშშ შურს იძიებს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა პენტაგონში, სადაც პრესკონფერენცია ახლაც მიმდინარეობს.

გენერალმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები ელის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ქაბულში უფრო მეტ თავდასხმას ეცდება.

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა, დაღუპულთა შორის არიან ამერიკელი სამხედროები.