ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის გენერალი კენეთ მაკენზი აცხადებს, რომ აშშ-მ გადაწყვიტა, შური იძიოს „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ, ქაბულის აეროპორტის დაბომბვის გამო. ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გაკეთდა პენტაგონში, სადაც პრესკონფერენცია ახლაც მიმდინარეობს.

გენერალმა დაამატა, რომ შეერთებული შტატები ელის, რომ „ისლამური სახელმწიფო“ ქაბულში უფრო მეტ თავდასხმას ეცდება.

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა, დაღუპულთა შორის არიან ამერიკელი სამხედროები.