ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შაქრიანში, გავაზსა და სანავარდოში ვენახები დაისეტყვა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, სეტყვამ ყურძნის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა.
როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა განაცხადა, სტიქიის შედეგად ძირითადად ვენახებია დაზიანებული.
"სეტყვამ სოფელ გავზში ყურძნის მოსავალი თითქმის 100 პროცენტით გაანადგურა", - განაცხადა სესიაშვილმა, რომლის კომენტარს რადიო თავისუფლება ავრცელებს.