თბილისში კოვიდინფიცირებული ​19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

თბილისში, ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში, 19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს კლინიკაში დაუდასტურეს. ახალგაზრდა ქალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული.

როგორც სააავადმყოფოს კლინიკური დირექტრი ალექსი ვაჩაძე აცხადებს, შემთხვევა წუხელ მოხდა.

,,გუშინ გარდაგვეცვალა 19 წლის მელოგინე, რომელიც კლინიკაში 30 ივლისს შემოვიდა. კლინიკაში შემოსვლისთანავე მისი მდგომარეობა მძიმე იყო და მეორე დღესვე ჩაუტარდა საკეისრო. შემოყვანისას 31 კვირის კვირის ორსული იყო.

2 აგვისტოს პაციენტი გადავიდა რეანიმაციაში, სრულ მართვით სუნთქვაზე. როგორც კორონავირუს ახასიათებს მოიცვა მთელი პრობლემები და გუშინ საღამოს გარდაიცვალა

საბედნიეროდ, მისი პატარა თავს კარგად გრძნობს", - განაცხადა ვაჩაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კოვიდით ინფიცირებული ორსული ქალის გარდაცვალების მე-11 შემთხვევა დაფიქსირდა.