დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, დაიწყება თუ არა სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.
,,დაიწყება თუ არა სააღმზრდელო პროცესი თბილისის საბავშვო ბაღებში, ამ გადაწყვეტილებას [საკოორდინაციო] საბჭო მიიღებს", - განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება აღმზრდელების და ბაღების თანამშრომელთა ვაქცინაციას, კალაძის თქმით, ეს პროცესი მიმდინარეობს.
„დღეის მდგომარეობით 5000-ზე მეტი თანამშრომელია აცრილი“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 418-მა ადამიანმა გაიკეთა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. სრულად ვაქცინირებულია 345 315 - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.