საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 976 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამ პაციენტებიდან 375 მართვით სუნთქვაზეა შეერთებული.
თბილისში 447 მძიმე პაციენტია, აჭარაში - 154, იმერეთში - 226. თბილისში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 201 ადამიანია, აჭარაში - 49, იმერეთში კი - 45.
დღეს, 27 ნოემბერს, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 4 780 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 863 გამოვლინდა, აჭარაში – 664, იმერეთში – 648.
27 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 123 470 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 102 270 გამოჯანმრთელდა, 1 161 კი გარდაიცვალა. საქართველოში COVID-19-ის 20 013 აქტიური შემთხვევაა.