აშშ-მ რეგიონულ კლინიკურ ცენტრს ჰემოდიალიზის აპარატი გადასცა

26 აგვისტოს, ამერიკის საელჩოს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურმა, ქუთაისის საქართველოს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის ო. ჩხობაძის სახელობის რეგიონულ კლინიკურ ცენტრს ჰემოდიალიზის აპარატი გადასცა.

როგორც საქართველოში ამერიკის საელჩოში აღნიშნავენ, 25 000 დოლარის ღირებულების აპარატი გამოიყენება კორონავირუსის შემდგომი თირკმლის გართულებების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.

მათივე ცნობით, საჩუქარი დაფინანსდა ამერიკის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით, რომელიც საქართველოს მთავრობას ეხმარება პანდემიასთან ბრძოლაში.