დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, სექტემბერში იმუნიზაციის პროცესის სტიმულირების მიზნით, აცრილებისთვის პერმანენტულად ლატარია ჩატარდება და ვაქცინირებულებს შესაძლებლობა ექნებათ ფულადი ჯილდო მოიგონ. ამის შესახებ გამყრელიძემ მედიავებინარზე განაცხადა.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო უკვე მუშაობს ვაქცინირებულების ბაზების შედგენაზე. სექტემბრის დასაწყისი კი, უწყება კოვიდსაწინააღმდეგი ინექციით აცრილი მოსახლეობის წამახალისებელი ლატარიის შესახებ საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.
ამავე თემაზე:
საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 12.1%