მოხალისეებმა, რომლებმაც აშშ-ის ქალაქ სიეტლში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღეს გვერდით მოვლენებზე საუბრობენ. ამის შესახებ Independent-ი წერს.
Moderna-მ და Pfizer- მა განაცხადეს, რომ ვაქცინის კანდიდატებში პრეპარატი საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა. პრეპარატის გამოყენებისას 94.5 დან 95 პროცენტამდე დადებითი ეფექტი აჩვენა.
ჯენიფერ ჰალერმა, რომელსაც 16 მარტს გაუკეთეს მოდერნას ექსპერიმენტული ვაქცინა, WVPI-TV- ს განუცხადა, რომ მას მხოლოდ მსუბუქი გვერდით მოვლენები ჰქონდა.
„ვაქცინის ორი დოზა მივიღე ოთხი კვირის ინტერვალით“, - ამბობს ის და აღნიშნავს, რომ მხარში, ინექციის მიდამოებში, ერთდღიანი მსუბუქი ტკივილი ჰქონდა. მას არც ერთი სხვა სიმპტომი არ ჰქონია.
ჰალერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მოდერნას ექსპერიმენტული ვაქცინა მიიღო. დენიელ ჰოროვითსი ასევე ვაქცინის ერთ-ერთი მოხალისეა, ამბობს, რომ ინექცია ძალიან წააგავს გრიპის ვირუსზე ვაქცინაციას.
დანიელ ჰოროვეცმაც ასევე თქვა, რომ მან მხოლოდ მსუბუქი ტკივილი ჰქონდა ინექციის შემდეგ მკლავში, გარდა ამისა, არც მასთან ჰქონდა ადგილი სხვა სახის გვერდით ეფექტებს.
Pfizer-მა 20 ნოემბერს ვაქცინა წარადგინა ამერიკის საკვების და წამლის ადმინისტრაციასთან (FDA) მხოლოდ კრიტიკულ შემთხვევებში გამოსაყენებლად. Moderna კი, თვის ბოლოს გეგმავს ამის გაკეთებას.
ვაქცინების ხშირი გვერდითი ეფექტებია ტკივილი, შეშუპება ან სიწითლე ინექციის ადგილზე, მსუბუქი სიცხე, შემცივნება, დაღლილობა, თავის ტკივილი და კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
აშშ-ს ჯანდაცვისა და სოციალურ მომსახურებათა სააგენტომ განაცხადა რომ ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენები იმის ნიშანია, რომ ორგანიზმი იწყებს იმუნიტეტის შექმნას დაავადების წინააღმდეგ.აშშ-ი 12,8 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა მარტის შემდეგ, ხოლო 262,000-ზე მეტი შემთხვევა კი ლეტალური შედეგით დასრულდა.