2020 წლის საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტისთვის ონლაინ ხმის მიცემა 27 ნოემბერს, 23:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
ევროფესტივალი 29 ნოემბერს გაიმართება. წელს საქართველოს პირველი არხის პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, სანდრა გადელია წარადგენს, სიმღერით „შენ მარტო არ ხარ“.
საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, 27 ნოემბრის 23:00 საათიდან, 29 ნოემბრამდე. ხმის მიცემის პროცედურის გასაცნობად იხილეთ ვიდეორგოლი: https://bit.ly/2KygpN3
ევროვიზიის კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელი საქართველოს პირველი არხის ეთერში, 29 ნოემბერს, 20:00-საათზე იხილავს.
საქართველო საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული სამჯერ გახდა და ამ კონკურსში გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა - მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია. საქართველომ გამარჯვება 2008, 2011 და 2016 წლებში მოიპოვა. 2017 წელს კი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-15 კონკურსს თბილისმა უმასპინძლა.