პოლონეთში სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს კოვიდვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებენ

პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ადამ ნეძიელსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს ვაქცინის მესამე დოზას შესთავაზებს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ვაქცინის მესამე დოზის მიღება მეორე აცრიდან სულ მცირე, 28 დღეში იქნება შესაძლებელი.

"სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებთან ვაქცინის მიერ გამომუშავებული იმუნიტეტი ძალიან მალე ქრება, ამიტომ თითოეულ შემთხვევაში დამატებითი ვაქცინაციის დანიშნულება ინდივიდუალურად იქნება გაცემული. ეს არაა მექანიზმი, საჭიროა სამედიცინო კონსულტაცია და მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დროში, სავარაუდოდ, 1-ლი სექტემბრიდან სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები მის მიღებას შეძლებენ", - განაცხადა პოლონეთის ჯანდაცვის მინისტრმა.