ერთ-ერთი ავიაკომპანია არავაქცინირებულ თანამშრომლებს ყოველთვიურად 200 დოლარს გადაახდევინებს

ამერიკული ავიაკომპანია Delta, პირველი ნოემბრიდან, არავაქცინირებულ თანამშრომლებს ყოველთვიურად 200 დოლარს გადაახდევინებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა თანამშრომლებს უკვე შეატყობინა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თუ თანამშრომელი გადაწყვეტს კორონავირუსის წინააღმდეგ არ აიცრას, მაშინ ის ჯანდაცვის პაკეტისთვის, რომელსაც ამჟამად კომპანია უზრუნველყოფს, $200-ს გადაიხდის.

არავაქცინირებულ თანამშრომლებს სხვა სექტემბრიდან შეზღუდვებიც ემუქრებათ, მათ შორის ნიღბების ტარება და ყოველკვირეულად კოვიდტესტების გაკეთება.

ავიაკომპანიის ასეთი რეგულაციის მიზეზი ის გახდა, რომ კოვიდინფიცირებული თანამშრომლის ჰოსპიტალიზაცია ავიაკომპანიას 50 000 დოლარი დაუჯდა.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი ამით ცდილობენ შეინარჩუნონ თანამშრომლები და, ასევე, შექმნან უსაფრთხო სამუშაო გარემო.

"აუცრელი თანამშრომლებისთვის 200 დოლარის გადახდა იქნება აუცილებელი, რათა იმ ფინანსურ რისკებს ვუპასუხოთ, რასაც აუცრელობა იწვევს და რის წინაშეც ჩვენი ეკონომიკა დგება“, - აცხადებს Delta-ს აღმასრულებელი დირექტორი ედ ბასტიანი.