თბილისის მერობის ნიგერიელი კანდიდატი: მოვდივარ პოლიტიკაში იმიტომ რომ ხალხს უჭირს

2 ოქტომბერს დაგეგმილ თვითმართველობის არჩევნებზე, თბილისის მერობისთვის ნიგერიელი ბიზნესმენი, 49 წლის რიჩარდ ოგბუნუჯუც იბრძოლებს.

როგორც მან "TV პირველს" განუცხადა,პოლიტიკაში მოდის იმიტომ, რომ ხალხს უჭირს. მისი თქმით, დედაქალაქში მთავარი პრობლემა უმუშევრობაა და იცის, როგორ მოაგვაროს ეს პრობლემა.

"დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქისთვის ბევრი რამის გაკეთება შემიძლია, ვიცი სად უჭირს თბილისის მცხოვრებლებს, ყველაზე მთავარი პრობლემა კი უმუშევრობაა. მოვდივარ პოლიტიკაში იმიტომ, რომ ხალხს უჭირს. არ მაინტერესებს კონკურენცია...ჩვენ პროფესიონალი გუნდი გვყავს და მზად ვარ, გავაკეთო ყოველივე კარგი ამ ქალაქისათვის", - განაცხადა რიჩარდ ობგუნუჯუმ.

ცნობისთვის, საქართველოში მცხოვრები ნიგერიელის კანდიდატურა საარჩევნო სუბიექტმა "ჩვენი გაერთიანებული საქართველო" წარადგინა.

ამავე თემაზე:

თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ნიგერიელი ბიზნესმენი, არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ იქნება