კრიშტიანო რონალდუ: იტალია, იუვე, ყოველთვის ჩემს გულში იქნებით

კრიშტიანუ რონალდუ "იუვენტუსიდან" კარიერას ისევ "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული კლუბი Twitter-ზე ავრცელებს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" სიამოვნებით ადასტურებს, რომ კლუბმა შეთანხმებას მიაღწია "იუვენტუსთან" კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერზე", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

"დღეს მე მივდივარ საოცარი კლუბიდან, ის უდიდესია იტალიაში და რა თქმა უნდა, ერთ -ერთი უდიდესი ევროპაში. გული და სული ჩავდე იუვენტუსისთვის და მე ყოველთვის მეყვარება ის. ჩვენ ერთად დავწერეთ ლამაზი ისტორია.

მე ყოველთვის თქვენთან ვიქნები, რადგან თქვენ ახლა ჩემი ისტორიის ნაწილი ხართ. იტალია, იუვე, ტურინო, ტიფოზებო, ყოველთვის ჩემს გულში იქნებით" ,- წერს კრიშტიანო რონალდუ სოაციალურ ქსელში.