ჯო ბაიდენი: უნდა გავიგოთ, როგორ გაჩნდა კორონავირუსი

ჩვენი ძალისხმევა, რომ გავარკვიოთ ამ პანდემიის წარმოშობა, არ ჩერდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გავარკვიოთ ამ ეპიდემიის ფესვები, რამაც გამოიწვია ამდენი ტკივილი და სიკვდილი მთელს მსოფლიოში" , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

"ამ პანდემიის წარმოშობის შესახებ კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაცია არსებობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, მაგრამ ჩინეთის მთავრობის ოფიციალური პირები თავიდანვე მუშაობდნენ, რომ საერთაშორისო გამომძიებლებისა და გლობალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის წევრებისათვის, ინფორმაციაზე წვდომის კუთხით, ხელი შეეშალათ.

დღემდე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა კვლავ ცდილბს ინფორმაციის დამალვას, მიუხედავად იმისა, რომ ამ პანდემიის რიცხვი იზრდება. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდებოდა ეს ინფორმაცია, სანამ პანდემია ჯერ კიდევ ახალი იყო", - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მსოფლიოს პანდემიის წარმოშობის საკითხზე პასუხები სჭირდება.

"მსოფლიო პასუხებს იმსახურებს და მე არ მოვისვენებ, სანამ არ მივიღებთ მათ. პასუხისმგებელი ქვეყნები დანარჩენი მსოფლიოს წინაშე ამ სახის პასუხისმგებლობას არ ერიდებიან.

პანდემიები პატივს არ სცემენ საერთაშორისო საზღვრებს და შემდგომი პანდემიების თავიდან აცილების მიზნით, ჩვენ, ყველამ უკეთ უნდა გავიგოთ, როგორ გაჩნდა კორონავირუსი", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.