აშშ-მ ალჟირს Johnson & Johnson-ის ვაქცინის 600 000-ზე მეტი დოზა გაუგზავნა

აშშ-მ ალჟირს კორონავირუსის საწინააღმდეგო Johnson & Johnson-ის ვაქცინის 604,800-ზე მეტი დოზა გაუგზავნა. ამი შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისიმ Twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, აშშ ვალდებულია, დაასრულოს ეს პანდემია.

"შეერთებული შტატები ვალდებულია დაასრულოს ეს გლობალური პანდემია. როგორც ამ ბრძოლის ნაწილი, ჩვენ სიამოვნებით გავაზიარეთ Johnson & Johnson-ის კოვიდვაქცინის 604,800 დოზა ალჟირელი ხალხის დასახმარებლად", - წერს ნედ პრაისი.

როგორც ცნობილია, აშშ-მ Pfizer-ის ვაქცინის 188,370 დოზა ელ სალვადორს გაუგზავნა.