ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4247 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3053 პაციენტი, 74 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 540 449 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 476 555, გარდაიცვალა 7175 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 100 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 737 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 363 PCR ტესტით.
დადებითობის მაჩვენებელი: 27 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.42%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.61% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.23%.
ინფიცირების 4 247 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლინდა 1 755, აჭარა - 456, იმერეთი - 447, ქვემო ქართლი - 295, შიდა ქართლი - 254, გურია - 121, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 304, კახეთი - 389, მცხეთა-მთიანეთი - 102, სამცხე-ჯავახეთი -86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 38.
მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 56 693, საიდანაც 7 546 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 232, აჭარაში - 1 010, იმერეთში - 1 171.
მძიმე პაციენტი: 1 624 პირი, მათ შორის, თბილისში - 695, აჭარაში - 159, იმერეთში - 336.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 378, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 40, იმერეთში - 26.
3 128 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 394 - თბილისში, 1 139 - აჭარაში. 4 619 ინფიცირებული მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 112 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 110, ხოლო აჭარაში - 2.
სულ 6 ოქტომბრიდან - 27 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 107 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 902 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 28 645, პირი, აჭარაში - 7 103, იმერეთში - 4 486.