კვლევა: "დელტა" ვარიანტი ჰოსპიტალიზაციის რისკს აორმაგებს

ახალი კვლევის მიხედვით, ბრიტანულთან შედარებით, "დელტა" შტამის შემთხვევაში ჰოსპიტალიზაციის რისკი ორჯერ მაღალია. კვლევა არავაქცინირებულებსა და ნაწილობრივ აცრილებს შორის ჩატარდა.

ინგლისის მაგალითზე ჩატარებული ანალიზი აჩვენებს, რომ "დელტა" ვარიანტის გავრცელება სავარაუდოდ, დამატებით დატვირთვას მოუტანს ჯანდაცვის სერვისებს, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც დაბალი მაჩვენებელია ვაქცინაციის.

მკვლევრებმა გააანალიზეს კორონავირუსის 43,338 შემთხვევის მონაცემები, რომლებიც მოიცავს 2021 წლის 29 მარტიდან 23 მაისის პერიოდს. შემთხვევების მხოლოდ 1.8% –მა, განურჩევლად ვარიანტისა, გაიკეთა ვაქცინის ორივე დოზა, 24% იყო ერთხელ აცრილი და უმრავლესობა (74%) არ იყო ვაქცინირებული.