საქართველოში 361 310 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია

28 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 122 209-მ ადამიანმა გაიკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 1 დოზით ვაქცინირებულია 760 899 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 26.6%.

სრულად ვაქცინირებულია - მოზრდილი მოსახლეობის 12.7%.

27 აგვისტოს აიცრა 26 734 ადამიანი.