მექსიკაში შექმნეს სახის ნიღაბი, რომელიც COVID19-ის გამომწვევ კორონავირუსს ანეიტრალებს

მექსიკის ეროვნული ავტონომიური უნივერსიტეტის (UNAM) მკვლევარებმა ვერცხლისა და სპილენძის ნანოფენების გამოყენებით შექმნეს სახის ნიღაბი, რომელიც COVID-19-ის გამომწვევ ვირუსს ანეიტრალებს, ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა.

როგორც ცნობილია, ნიღბების შესამოწმებლად, მკვლევრებმა ვირუსით დაინფიცირებული ადამიანების ბიოლოგიური მასალა აიღეს

უნივერსიტეტის განცხადებით, თუ თავდაპირველად ვირუსის კონცენტრაცია მაღალი იყო, დაახლოებით 8 საათში ვირუსის ნაწილაკების 80%-ზე მეტი გაქრა, ხოლო დაბალი კონცენტრაციის შემთხვევაში, დაახლოებით 2 საათში ვირუსის არც ერთი RNM არ გამოვლენილა.

გავრცელებული ინფორმაციით, ნიღაბი მრავალჯერადია და მისი გარეცხვა 10-ჯერ არის შესაძლებელი.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, სახის ნიღაბი არ არის მასიური წარმოების და მას ამჟამად აქვს შესაძლებლობა, დღეში 200 ცალი აწარმოოს.